Powered By Blogger

ბლოგის საძებნი

вторник, 1 июня 2010 г.

საქართველოს დაპყრობა

1

საქართველოს დაპყრობა რუსეთის იმპერიის მიერ



გიორგი XXII_ს გარდაცვალების შემდეგ რუსეთის იმპერიამ



ალექსანრე I მანიფესტით მოახდინა კართლ-კახეთის სამეფოს ანექსია და დამყრდა რუსეთის მართველობა. ბაგრატიონთა სახლეობა გადასახლებული იქნა რუსეთის იმპერიაში.



სოლომონ II-მ 1804 წლის 25 აპრილს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, ელაზნაურის შეთანხმებით, რომლის პირობები რუსეთის მიერ იყო ნაკარნახევი, იმერეთის მეფე ყველაფერში რუსეთს უნდა დამორჩილებოდა. სოლომონი კი საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და რუსეთის იმპერატორის ვასალობას თხოულობდა. ურთიერთობა იმერეთის მეფესა და ცარიზმის ადგილობრივ მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა (იმერეთის აჯანყება 1810), მაგრამ 1810 რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო და იქ თავისი მმართველობა დაამყარა.

1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს.

1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო.

1809 წელს აფხაზეთის სამთავროს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვრის პუნქტებს“, სადაც გამოთქვამდა რუსეთის მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს. 1810 წლის 17 თებერვალს ალექსანრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის მემკვიდრეობით მთავრად დანიშნა. 1810 წლის 2 ივლისს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო სოხუმ-კალეს სიმაგრე.

2

საქართველოს დაპყრობის შემდეგ მოხდა რამდენიმე აჯანყება: მთიულეთის აჯანყება (1804 წ.), იმერეთის აჯანყება (1810 წ.) და 1832 წლის შეთქმულება.

ამ მცდელობებმა არ მოიტანა შედეგები და საქართველოს გათავისუფლება არ მომხდარა იქამდე, სანამ არ მომწიფდა ისეთი პროცესები რომლებმაც ხელი შეუწყო საქართველოს გათავისუფლებას.

ეს პროცესები იყო 1917 წელს მომხდარი რევოლუციები.


Комментариев нет:

Отправить комментарий