Powered By Blogger

ბლოგის საძებნი

вторник, 8 июня 2010 г.

მარო მაყაშვილი ბიოგრაფია


მარო მაყაშვილიც

მოწყალების და, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული.

დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში - მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის დამააარებელი იყო, ხოლო დედა - თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომ ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით.

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა... 23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც. წირვა მათთვის დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ ჩაატარა. ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.


Комментариев нет:

Отправить комментарий