Powered By Blogger

ბლოგის საძებნი

четверг, 27 мая 2010 г.

საქართველო


1

საქართველო


Просмотреть увеличенную карту

საქართველო:

დაქალაქი თბილისი
41°43′N 44°47′E

უდიდესი ქალაქი

თბილისი

ოფიც. ენები ქართული1

მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა

-პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

-პრ.-მინისტრი ნ. გილაური ფართობი
- საერთო
69,700 კმ²(121-ე) მოსახლეობა
- 2008 სავ.
- სიმჭიდროვე
4,630,8412 (119-ე)
66 ად./კმ² (132-ე) მშპ (ppp)
- საერთო



- ერთ მოსახლეზე 2009მიახლ.
$ 21,4 მლრდ (109-ე)

$ 5000 აგი (2007) 0.778 (საშუალო) (89-ე) ვალუტა ლარი³ (GEL) დროის სარტყელი CET+0400 ქვეყნის კოდი GEO ccTLD .ge სატელეფონო კოდი +995



1აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ასევე აფხაზური ენა.
²მოსახლეობის რიცხვში არ შედის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ნაწილი, რომელსაც საქართველო ვერ აკონტროლებს.
³აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ასევე მიმოქცევაშია რუსული რუბლი.


2

საქართველო — ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ 1991 წელს მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსის პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებმა ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

სახელწოდება :

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება. 1918—1921 წლებში იწოდებოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად“, 1990—1995 წლებში — „საქართველოს რესპუბლიკა“-დ. ქვეყნის საერთაშორისო კოდია — GE.

3

მთავარი სტატია: საქართველოს გეოგრაფია.

· საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო — 1.461 კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო — 310 კმ.

· ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია — სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068 მ, უდაბლესი წერტილი — შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები — 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.

· ბუნებრივი რესურსები: ტყეები, ჰიდროენერგია, მანგანუმი, რკინის მადანი, სპილენძი, ქვანახშირის და ნავთობის მცირე მარაგი; მთისა და ზღვის კლიმატური კურორტები.

· ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები — 83,8%, აზერბაიჯანელები — 6,5%, სომხები — 5,7%, რუსები — 1,5%, ოსები — 0.9%, იეზიდები — 0.4%, ბერძნები — 0.3%, ქისტები — 0.2%, უკრაინელები — 0.2%, აფხაზები — 0,1%;

· რელიგიური შემადგენლობა (ძირითადად საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): მართლმადიდებელი ქრისტიანები — 84.00%, მუსლიმანები — 9.9%, სომეხი გრიგორიანელები — 3.9%, კათოლიკეები — 0.8%, იეზიდები – 0.4%, იუდეველები — 0,1%, ნესტერიანელები – 0.1% და სხვები.

დიდი ქალაქები: თბილისი — 1.106.700, ქუთაისი — 188.600, რუსთავი — 117.300, ბათუმი — 122.200, სოხუმი — 43.000, გორი —42.000 , ზუგდიდი — 69,000, ფოთი — 47,400, ცხინვალი — 7,000.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა




საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის დაშლისა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი - სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი - 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი - თბილისი. სახელმწიფო ენა - ქართული.

დედაქალაქი თბილისი
უდიდესი ქალაქი თბილისი

ოფიც. ენები ქართული

რელიგია ქართული მართლმადიდებელი ეკლესია

მთავრობა რესპუბლიკა

-მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი (1918)
ნოე ჟორდანია (1918-21)

ისტორიული ეპოქა  -დაარსდა 26 მაისი, 1918

-საბჭ. ანექსია 25 თებერვალი, 1921

- საერთო ფართობი
107.600 კმ²

მოსახლეობა 2,500,000
- 1919 სავ.
- სიმჭიდროვე

/კმ²

ვალუტა ქართული მანეთ

 

 

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, ამიერკავკასიაში ორხელისუფლიანობა დამყარდა: ერთი მხრივ, მუშათა და სამხედრო დეპუტატთა საბჭოები, მეორე მხრივ, რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი, რომელთაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონიათ. ამავე პერიოდში მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელიც გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა.


ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და უკვე 1917 წლის ნოემბერში ჩამოაყალიბეს ადგილობრივი მმართველობა ამიერკავკასიის კომისარიატის სახით, რომელმაც რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შექმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - სეიმი.


1918 წლის თებერვალ-მაისში, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, საქართველო შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგნელობაში. მას მართავდა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც შედგებოდა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენელთაგან. მაგრამ ფედერაცია არასიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყო ფედერაციის სუბიექტების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეუთავსებლობით. ამას დაემატა თურქეთის მხრიდან აგრესია, რომელმაც დაიკავა ბათუმი, არტაანი, ოზურგეთი, საფრთხე შეექმნა ახალციხესა და ახალქალაქს. შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მოვლენათა შემდგომი განვითარება: 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

 

დამოუკიდებლობის გამოცხადება

 

 

1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.


1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:

1.                      ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2.                      დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.

3.                      საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.

4.                      საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

5.                      საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

6.                      საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

 

      მთავრობის თავმჯდომარე - ნოე რამიშვილი.

      საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი.

      შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი.

      სამხედრო საქმეთა მინისტრი - გრ. გიორგაძე.

      ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გ. ჟურული.

      იუსტიციის მინისტრი - შ. ალექსი-მესხიშვილი.

      სახალხო განათლების მინისტრი - გ. ლასხიშვილი.

      მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნ. ხომერიკი.

      მიმოსვლის გზების მინისტრი - ი. ლორთქიფანიძე.


1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

საშინაო მდგომარეობა

არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოაყალიბა ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია.


ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, პირველ რიგში - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.

 

საგარეო მდგომარეობა

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას. ერთადერთი გამონაკლისი იყო არგენტინა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 13 სექტემბერს.


მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ:

 

      1920 წლის 24 სექტემბერი – გერმანია

      1921 წლის 27 იანვარი – ბელგია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია

      1921 წლის 28 იანვარი – პოლონეთი

      1921 წლის 17 თებერვალი – ავსტრია

      1921 წლის 18 თებერვალი – რუმინეთი

      1921 წლის 23 თებერვალი – ლუქსემბურგი

      1921 წლის 14 აპრილი – მექსიკა


საერთაშორისო ცნობა გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.

ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია [რედაქტირება]

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.


გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

 


среда, 19 мая 2010 г.

რუსეთის რევოლუციები

რუსეთის იმპერიის დასასრულის დასაწყისი


საქართველოს რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა მას ხელსაყრელი ვითარება უნდა შექმნოდა. ასეთი ხელსაყრელ ვითარებად იქცა რუსეთის 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები.

XX საუკუნის დასაწყისთან დაიწყო რუსეთის იმპერიის კრიზისი. კორუფციაში და ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაფლული იმპერი უკანასკნელ წლებს ითვლიდა. ამის გამოვლინება იყო ,,მანჯურიის ომის” სამარცხვინო წაგება იაპონიასთან 1905 წელს

(რუსეთ-იაპონიის ომი) და იმავე წელს დაწყებული რევოლუციური გამოსვლები.

მართალია რუსეთის თვითმყრობელური მთავრობა გადაურჩა ამ გამოსვლებს, მაგრამ ის არ ამოსულა ღრმა კრიზისიდან და კვლავ აგონიაში იმყოფებოდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა, ნიკოლოზ II გადაწყვეტილება რუსეთის იმპერიის ჩართვა I მსოფლიო ომში. რუსეთი ანტანტის ბლოკს (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, აშშ და ა.შ.) მიემხრო. ამით ის დაუპირისპირდა გერმანიის კავშირს (ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი და ბულგარეთი).

რუსეთის იმპერია, რომელიც ბევრად ჩამორჩებოდა ეკონომიკური და სამხედრო განვითარებით გერმანიას მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ნიკოლოზ II ვეღარ უმკლავდებოდა სიტუაციას და მალე იძულებული გახდა გადამდგყო და ტახტი თავისი ძმისათვის დაეთმო, თუმცა დიდმა თავადმა მიხეილმა საიმპერიო ძალაუფლებაზე უარი განაცხადა, რითაც ლეგალურად (მის მიერ მომზადებული პროკლამაციით) უფლებამოსილება მიანიჭა დროებით მთავრობას სანამ კონსტიტუციური ასამბლეა გადაწყვეტდა რუსეთის მმართველობის ფორმას. დროებითი მმართველობის მოვალეობა იყო არჩევნების მოწყობა ასამბლეისთვის, თუმცა მისი ძალაუფლება პეტროგრადის საბჭოების მზარდი ავტორიტეტის გამო შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საბჭოები დროებით მთავრობას უჭერდნენ მხარს, დროთა

ანმავლობაში ისინი მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ვინაიდან საბჭოები არმიას, ქარხნებსა და რკინიგზას აკონტროლებდნენ, ასევე მუშების მხარდაჭერაც ჰქონდათ, ამ პერიოდში ხელისუფლება გაორებული იყო.


თებერვლის რევოლუცია და მისი შედეგები


1917 წლის თებერვალში რუსეთში განხორციელდა რევოლუცია, რომელმაც დაამხო თვითმყრობელობა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, ხელისუფლების სათავეში გზა გაუხსნა ხალხიხ წარმომადგენლობას. ეს რევოლუცია მოხდა უეცრად, პეტროგრადის ( I პირველი მსოფლიოს დაწყების შემდეგ, ეწოდა სანკტ-პეტერბურგს) სამხედრო გარნიზონის ჯარისკაცთა თაოსნობით, ისე, რომ არცერთი პარტია ასეთი გადატრიალებისათვის მომზადებული არ ყოფილა. მას არავინ ელოდა, არავინ ამზადებდა. რევოლუციის მოულოდნელი წარმატება ბევრად განსაზღვრა რუსეთის დამარცხებებმა I მსოფლიომ ომში და სამეურნეო ნგრევამ.

ევოლუციის გამარჯვებისთანავე ახალი ხელისუფლების ორგანიზაცია არჩევით პრინციპზე ითავეს ჯარისკაცებმა და მუშებმა. შედგა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო,სადაც დეპუტატთა უმრავლესობა შედგებოდა სოციალ-დემოკრატიული და სოციალ- რევოლუციური პარტიების წარმომადგენელთაგან. პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავჯდომარედ არჩეულ იქნა IV სახელმწიფოს სათათბიროს დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი ლიდერი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.

ახალი ხელისუფლების ორგანიზება თავის მხრივ ითავეს IV სახელმწიფო სათათბიროს გავლენიანი პარტიების მესვეურთა მცირე ჯგუფმა. პეტროგრადში შეიქმნა დროებითი მთავრობა გ. ლვოვის თავჯდომარეობით. მასში შევიდნენ კადეტური და ოქტიაბრისტული პარტიების წარმომადგენლები. დროებითმა მთავრობამ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა. საბჭოებმა მთავრობაზე კონტროლის ფუნქცია იკისრეს, თუმცა რევოლციის შემდგომ მოვლენათა მსვლელობაში წამყვან როლს სწორედ ისინი ასრულებდნენ.

რევოლუცია საქართველოში კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, ვიდრე რუსეთში. ახალმა მეფის ნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვმა და მისმა უმაღლესმა მოხელეებმა 28 თებერვლს უკვე იცოდნენ პეტროგრადში განხორციელებული გადატრიალების შესახებ, მაგრამ ყველა ზომას იღებდნენ, რომ ეს ცნობა ხალხისათვის დაემალათ და მხარეში სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტს პეტროგრადიდან ამავე პარტიის წევრმა გოგიტა ფაღავამ დეპეშით აცნობა: ,,მთავრობაძე გარდაიცვალა, შეატყობინეთ ნათესავებს და ნაცნობებსო”. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში არცთუ უსაფუძვლოთ ხუმრობდნენ: ,,რევოლუცია ფოსტით მივიღეთო”.

4 მარტიდან პრესაში დაიწყო პეტროგრადის მოვლენათა ფართოდ გაშუქება. ამბავი მოედო წარმოება-დაწესებულებებს, ქუჩას. თბილისი საზეიმო მიტინგებისა მანიფესტაციების ქალაქად იქცა.

ახალი ხელისიფლების ორგანიზაციას საქართველოში სათავეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია. 4 მარტს ღამით თბილისის სახალხო სახლში შეიკრიბა მუშათა წარმომადგენლობა. აქ აირჩიეს თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო ნოე ჟორდანიას თავჯდომარეობით. საბჭოში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაიკავა. მალე თავიანთი საბჭო შექმნეს თბილისის გარნიზონის ჯარისკაცებმაც.

ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოში, რომელსაც ვერესჩაკი თავჯდომარეობდა, გაბატონებული პოზიცია სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერები) პარტიამ მოიპოვა. განხორციელდა ქალაქის ახალ თვითმართველობის არჩევნები. ქალაქის ახალ თვითმართველობას სათავეში მოექცნენ ნ. ჟორდანია, ხატისოვი და რუსი ოფიცერი პოპოვი.

ამიერკავკასიის მართვის რწმუნებით დროებითმა მთავრობამ შექმნა განსაკუთრებითი კომიტეტი (,,ოზაკომი”) კადეტ ვ. ხარლამოვის თავჯდომარეობით. ქართველთაგან ამ ორგანოში შედიოდა კიტა აბაშიძე, მაგრამ პრაქტიკული მონაწილეობა არ დასცალდა, მალე გარდაიცვალა. მის ნაცვლად ,,ოზაკომის” წევრად შეიყვანეს IV სათათბიროს წევრი აკაკი ჩხენკელი. 18 მარტს ,,ოზაკომი” თბილისში შეუდგა პრაქტიკულ მოღვაწეობას. საბჭოებმა თავისათვის მოიტოვეს კონტროლის ფუნქცია, თუმცა არსებითად რეალური ძალა-უფლება მათ ხელთ იყო.