Powered By Blogger

ბლოგის საძებნი

среда, 19 мая 2010 г.

რუსეთის რევოლუციები

რუსეთის იმპერიის დასასრულის დასაწყისი


საქართველოს რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა მას ხელსაყრელი ვითარება უნდა შექმნოდა. ასეთი ხელსაყრელ ვითარებად იქცა რუსეთის 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები.

XX საუკუნის დასაწყისთან დაიწყო რუსეთის იმპერიის კრიზისი. კორუფციაში და ბიუროკრატიულ ჭაობში ჩაფლული იმპერი უკანასკნელ წლებს ითვლიდა. ამის გამოვლინება იყო ,,მანჯურიის ომის” სამარცხვინო წაგება იაპონიასთან 1905 წელს

(რუსეთ-იაპონიის ომი) და იმავე წელს დაწყებული რევოლუციური გამოსვლები.

მართალია რუსეთის თვითმყრობელური მთავრობა გადაურჩა ამ გამოსვლებს, მაგრამ ის არ ამოსულა ღრმა კრიზისიდან და კვლავ აგონიაში იმყოფებოდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა, ნიკოლოზ II გადაწყვეტილება რუსეთის იმპერიის ჩართვა I მსოფლიო ომში. რუსეთი ანტანტის ბლოკს (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, აშშ და ა.შ.) მიემხრო. ამით ის დაუპირისპირდა გერმანიის კავშირს (ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი და ბულგარეთი).

რუსეთის იმპერია, რომელიც ბევრად ჩამორჩებოდა ეკონომიკური და სამხედრო განვითარებით გერმანიას მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. ნიკოლოზ II ვეღარ უმკლავდებოდა სიტუაციას და მალე იძულებული გახდა გადამდგყო და ტახტი თავისი ძმისათვის დაეთმო, თუმცა დიდმა თავადმა მიხეილმა საიმპერიო ძალაუფლებაზე უარი განაცხადა, რითაც ლეგალურად (მის მიერ მომზადებული პროკლამაციით) უფლებამოსილება მიანიჭა დროებით მთავრობას სანამ კონსტიტუციური ასამბლეა გადაწყვეტდა რუსეთის მმართველობის ფორმას. დროებითი მმართველობის მოვალეობა იყო არჩევნების მოწყობა ასამბლეისთვის, თუმცა მისი ძალაუფლება პეტროგრადის საბჭოების მზარდი ავტორიტეტის გამო შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საბჭოები დროებით მთავრობას უჭერდნენ მხარს, დროთა

ანმავლობაში ისინი მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ვინაიდან საბჭოები არმიას, ქარხნებსა და რკინიგზას აკონტროლებდნენ, ასევე მუშების მხარდაჭერაც ჰქონდათ, ამ პერიოდში ხელისუფლება გაორებული იყო.


თებერვლის რევოლუცია და მისი შედეგები


1917 წლის თებერვალში რუსეთში განხორციელდა რევოლუცია, რომელმაც დაამხო თვითმყრობელობა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, ხელისუფლების სათავეში გზა გაუხსნა ხალხიხ წარმომადგენლობას. ეს რევოლუცია მოხდა უეცრად, პეტროგრადის ( I პირველი მსოფლიოს დაწყების შემდეგ, ეწოდა სანკტ-პეტერბურგს) სამხედრო გარნიზონის ჯარისკაცთა თაოსნობით, ისე, რომ არცერთი პარტია ასეთი გადატრიალებისათვის მომზადებული არ ყოფილა. მას არავინ ელოდა, არავინ ამზადებდა. რევოლუციის მოულოდნელი წარმატება ბევრად განსაზღვრა რუსეთის დამარცხებებმა I მსოფლიომ ომში და სამეურნეო ნგრევამ.

ევოლუციის გამარჯვებისთანავე ახალი ხელისუფლების ორგანიზაცია არჩევით პრინციპზე ითავეს ჯარისკაცებმა და მუშებმა. შედგა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო,სადაც დეპუტატთა უმრავლესობა შედგებოდა სოციალ-დემოკრატიული და სოციალ- რევოლუციური პარტიების წარმომადგენელთაგან. პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავჯდომარედ არჩეულ იქნა IV სახელმწიფოს სათათბიროს დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთერთი ლიდერი ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე.

ახალი ხელისუფლების ორგანიზება თავის მხრივ ითავეს IV სახელმწიფო სათათბიროს გავლენიანი პარტიების მესვეურთა მცირე ჯგუფმა. პეტროგრადში შეიქმნა დროებითი მთავრობა გ. ლვოვის თავჯდომარეობით. მასში შევიდნენ კადეტური და ოქტიაბრისტული პარტიების წარმომადგენლები. დროებითმა მთავრობამ ხელში აიღო სახელმწიფოს მართვა. საბჭოებმა მთავრობაზე კონტროლის ფუნქცია იკისრეს, თუმცა რევოლციის შემდგომ მოვლენათა მსვლელობაში წამყვან როლს სწორედ ისინი ასრულებდნენ.

რევოლუცია საქართველოში კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, ვიდრე რუსეთში. ახალმა მეფის ნაცვალმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვმა და მისმა უმაღლესმა მოხელეებმა 28 თებერვლს უკვე იცოდნენ პეტროგრადში განხორციელებული გადატრიალების შესახებ, მაგრამ ყველა ზომას იღებდნენ, რომ ეს ცნობა ხალხისათვის დაემალათ და მხარეში სიმშვიდე შეენარჩუნებინათ.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტს პეტროგრადიდან ამავე პარტიის წევრმა გოგიტა ფაღავამ დეპეშით აცნობა: ,,მთავრობაძე გარდაიცვალა, შეატყობინეთ ნათესავებს და ნაცნობებსო”. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში არცთუ უსაფუძვლოთ ხუმრობდნენ: ,,რევოლუცია ფოსტით მივიღეთო”.

4 მარტიდან პრესაში დაიწყო პეტროგრადის მოვლენათა ფართოდ გაშუქება. ამბავი მოედო წარმოება-დაწესებულებებს, ქუჩას. თბილისი საზეიმო მიტინგებისა მანიფესტაციების ქალაქად იქცა.

ახალი ხელისიფლების ორგანიზაციას საქართველოში სათავეში ჩაუდგა სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია. 4 მარტს ღამით თბილისის სახალხო სახლში შეიკრიბა მუშათა წარმომადგენლობა. აქ აირჩიეს თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო ნოე ჟორდანიას თავჯდომარეობით. საბჭოში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაიკავა. მალე თავიანთი საბჭო შექმნეს თბილისის გარნიზონის ჯარისკაცებმაც.

ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოში, რომელსაც ვერესჩაკი თავჯდომარეობდა, გაბატონებული პოზიცია სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერები) პარტიამ მოიპოვა. განხორციელდა ქალაქის ახალ თვითმართველობის არჩევნები. ქალაქის ახალ თვითმართველობას სათავეში მოექცნენ ნ. ჟორდანია, ხატისოვი და რუსი ოფიცერი პოპოვი.

ამიერკავკასიის მართვის რწმუნებით დროებითმა მთავრობამ შექმნა განსაკუთრებითი კომიტეტი (,,ოზაკომი”) კადეტ ვ. ხარლამოვის თავჯდომარეობით. ქართველთაგან ამ ორგანოში შედიოდა კიტა აბაშიძე, მაგრამ პრაქტიკული მონაწილეობა არ დასცალდა, მალე გარდაიცვალა. მის ნაცვლად ,,ოზაკომის” წევრად შეიყვანეს IV სათათბიროს წევრი აკაკი ჩხენკელი. 18 მარტს ,,ოზაკომი” თბილისში შეუდგა პრაქტიკულ მოღვაწეობას. საბჭოებმა თავისათვის მოიტოვეს კონტროლის ფუნქცია, თუმცა არსებითად რეალური ძალა-უფლება მათ ხელთ იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий